ეს არის სრულიად აბსურდული შეკითხვა და იმ ადამიანების ოცნება, რომლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იქნება თუ არა პრემიერის რანგში დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო ანგარიში, რადგან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა იგეგმება“.
კობახიძის თქმით, ამაზე საუბარი არასერიოზულია.
„რისთვის (უნდა გადადგეს) იმისთვის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა „ტრიოში?“ ამისთვის?…სისულელეა, ამაზე ევრანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. აბსოლუტურად არასერიოზულია, არის რაღაცა ბაკურიანის ოცნებები, რომლებსაც არ უწერიათ ახდენა“, – განაცხადა კობახიძემ.