საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონი რომ არსებობდეს, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი-კეზერაშვილი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებულნი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უკრაინაში არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ამ კანონის მიხედვით, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.