"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ბექა დავითლიანი ეხმიანება გამოცემა EURACTIV-ის სტატიას, რომლის თანახმადაც უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს.
დავითულიანის თქმით, საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
"უკრაინა არის ყველაზე დიდი მსხვერპლი დღეს და აქედან გამომდინარე მას განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. თუმცა საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და საქართველოსაც ნამდვილად აქვს დამსახურებული, თან ის იყო ლიდერი მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპასთან ასოცირების კუთხით ყველა პარამეტრით. საქართველოს თავისი ისტორიით ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუ მეტად არა, არავისზე, მათ შორის, არც უკრაინაზე ნაკლებად.
ვინაიდან საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე მისგან იყო აქტუალიზირებული, უკრაინას თავის მხრივ ალბათ მიაჩნია, რომ ის მომგებიან როლშია და სურს, რომ იქნებ თუ სამივეზე ერთად უფრო რთულია, მარტო მან, ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ მაინც მიიღოს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.