შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კინზინგერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია.
"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან დავით ზალკალიანთან. განსახილველი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია", - წერს ადამ კინზინგერი.