პოლონეთში, 26 წლის ზუგდიდელი ქალი ქმარმა მოკლა. ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაცია საფარიში აცხადებენ, რომ საქართველოდან ცდილობდნენ ქალის დახმარებას.
ირკვევა, რომ მსხვერპლ ქალს შაბათს, 3-ჯერ გამოუძახეს პოლიცია, რის შემდეგაც, ქმარი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
მეორე დღეს, ქალი დაუკავშირდა ადვოკატს და უთხრა, რომ კაცი სახლში მიდიოდა, თუმცა მას მისი ნახვა არ სურდა.
საფარი დაუკავშირდა პოლონეთის პოლიციას, თუმცა 26 წლის ქალს ვერ უშველეს.
ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი პოლონეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა.