ხაშურში, სოფელ ხცისში, ახალგაზრდა კაცმა, შუახნის მამაკაცი მოკლა და სოფლის გზაზე დააგდო.
არსებული ინფორმაციით, მოკლული მკვლელობაში ბრალდებულის ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა. სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივი კი ეჭვიანობა გახდა.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული და მოკლულს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო.
ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეზობლების თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი რაიმე კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა და მათივე თქმით, ბრალდებული მსხვერპლს დამცინავად ეპყრობოდა.