გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს.
9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ; 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა; ასევე 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ; 1 სამართალდარღვევა კი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
იხილეთ ვრცლად: https://des.gov.ge/Ge/News/Details/10702