ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონიას ადვოკატი სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია და მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს.
დაკავებულს ბრალდებას ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.
„გაოგნებულია მომხდარით, ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. რომ უთხრეს, რისთვისაც დააკავეს, გაოგნებულია, აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. შესამოწმებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვითხოვთ, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს და შემოწმდეს ამ ადამიანის ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიული მდგომარეობა. უნდა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის ვალდებულება აქვს ბრალდების მხარეს და ამ ვალდებულებას შეასრულებს. აღკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება, ბრალდება მოითხოვს პატიმრობას და დიდი ალბათობით დავეთანხმებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ამ საქმეზე მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. მებონიას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.