თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ერთი ადამიანი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის მოკლულის ძმა.
დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.