ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
"11 წლის მოზარდი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით მოათავსეს, მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებს ადგილობრივი ჰოსპიტლის დირექტორი თეა მიგინეიშვილი.
როგორც იუწყებიან, მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.