მიმდინარე წლის 21 მაისიდან, უზბეკური ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი - ბათუმი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Uzbekistan Airways-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 16 მაისს მიანიჭა.