ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალების უმსხვილეს მწარმოებელთან - გერმანულ Steinway & Sons-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 31,349,339 ლარს შეადგენს. იტყობინება bm.ge
ამ თანხით სახელმწიფო კონსერვატორია 79 ერთეულ როიალს შეიძენს. ამ როიალების ფასი 93 ათასი ევროდან 139 ათას ევრომდე მერყეობს. შესასყიდი როიალის საშუალო ფასი კი 98 ათასი ევროა.
კონტრაქტის თანახმად, ამ როიალების მოწოდება 2022-2025 წლებზეა გაწერილი.
სახელმწიფო კონსერვატორიამ კონტრაქტი შპს “აი ემ ტი სი მიუზიკ+”-თან გააფორმა, რომელიც საქართველოში Steinway & Sons-ის მომწოდებელია.