11 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს. ღონისძიება იმ სიახლეებსა და ინოვაციებს შეეხება, რომელსაც საქართველოს ბანკი, ბოლო პერიოდში ავითარებს და უახლოეს მომავალში დანერგავს.
ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a
Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.
ტექნოლოგიების დღის სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ღონისძიებაზე ისეთი თემები გაჟღერდება, როგორიცაა:
საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი ფუნქციონალები და მათი უპირატესობები,
გადახდების მართვის სულ ახალი მეთოდი ბიზნესისთვის,
ყიდვის ახალი გამოცდილება,
ბიზნესისთვის საჭირო ახალი სერვისები და პლატფორმები,
საქართველოს ბანკის ახალი აპლიკაცია და სხვა პროდუქტები.
"საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა, ტექ. მიმართულების განვითარება თუ ქვეყანაში ამ სფეროს კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი მომხმარებლის მუდმივადცვალებად საჭიროებებს და ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ უკეთესი პროდუქტები და ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. "Bank of Georgia UPDATE''-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის იმ ტექნოლოგიებზე მოვუყვებით მსმენელს, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება და ახლდება. ასევე, გავაჟღერებთ საინტერესო სიახლეებს, რომელსაც ბანკი მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვახტანგ ბობოხიძე.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh