"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მოინახულა.
"მთავარი არხის" ეთერში საუბრისას, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი თანდასწრებით ცუდად გახდა.
ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანაა საჭირო.
"ჩემი თანდასწრებით, ადამიანი, ქვეყნის პრეზიდენტი, გახდა ცუდად. ვერ დადის და ვერ იღებს საკვებს, არ აქვს ლაპარაკის თავი, სულ სცივა, ორგანიზმი ჩამოშლილი აქვს... ზოგადად ძალიან მძიმედაა, არ ვიცი ადამიანს რამდენ ხანს შეუძლია აიტანოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა... ვერ დადის, არ შეუძლია კვება, ვერ იკვებება, არ აქვს უნარი, სურვილი, რომ მიიღოს საკვები. გუშინდელიდან მოყოლებული დღევანდლამდე აქვს მხოლოდ ნაჭამი ლობიანის 1 ნაჭრის ნახევარი. ისიც იძულებით, წამლისთვის... ეს ნიშნავს, რომ იგივენაირად შიმშილობის მდგომარეობაშია ადამიანი"..., - ამბობს ხერხეულიძე.