სააკაშვილის გარეთ გამოყვანის მიზანი არის ის, რომ იქნებ რამენაირად იგრძნონ ძალა უფრო მეტი და შექმნან ისეთი კონტექსტი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობას მეტი აზრი ჰქონდეს, თუმცა ეს ვერ მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა რომ უკრაინის ომიც მათი პარტიული მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემის საბაბად მოდების მიზანი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი რამენაირად საპყრობილიდან გამოიყვანონ. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რისთვის ჩამოდიოდა - რომ მოეწყო არეულობა და არჩევნების გვერდის ავლით რამენაირად ხელისუფლებაში მოსვლის კონტექსტი შეექმნა. დღესაც სააკაშვილის გარეთ გამოყვანის მიზანი არის ის, რომ იქნება რამენაირად იგრძნონ ძალა უფრო მეტი და შექმნან ისეთი კონტექსტი, რომ მცდელობას მეტი აზრი ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლისა, თუმცა ეს ვერ მოხდება. სამწუხაროდ უკრაინის ომიც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა რომ გამოყენებული იყოს მათი პარტიული მიზნებისთვის ყოველთვის და ეს მათ შორის ბარამიძის ჩანაწერმაც კიდევ ერთხელ ცხადყო. ქვეყანა რომ ომში ჩართოს რომელიმე პარტიამ, ამისთვის ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ისიც ციხიდან ვერ გამოვა, რადგან დააშავა და უნდა მოიხადოს“, - განაცხადა დავითულიანმა.