სურამში 20 წლის ბიჭის ეძებენ. გიორგი კობალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და ოჯახის წევრებს დაემშვიდობა - "თუ ამ ვიდეოს უყურებთ ე.ი. მე გარდაცვლილი ვარ" -ამბობს ვიდეომიმართვაში, რომელიც ასევე, საუბრობს ფინანსურ ვალდებულებებზე, რომელიც მას დააწვა. ინფორმაცია ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა.
„თამაში დავიწყე, გადასახადები ვერ გადავიხადე. ჩემი სისულელეებით ბანკში ვალი მქონდა დადებული"- აღნიშნავს ვიდეოში.
პოლიციამ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, საიდანაც დგინდება, რომ კობალაძე ხაშურში, ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ისევ სურამში მიდის. ვიდეო, სავარაუდოდ სურამის ტყეშია გადაღებული. აქვეა ნაპოვნი მისი პირადი ნივთები, მათ შორის სამკერდე ნიშანიც.
ოჯახის წევრები ვერსიებზე ვერ საუბრობენ, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ 20 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა გადაიფიქრა.