შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და გაურკვევებელ წარწერებსა და სიმბოლოებს ტოვებდა.
უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
"პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა", - აცხადებენ შსს-ში.