თბილისში, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.