გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
შემთხვევა გურჯაანი-ჩუმლაყის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მართავდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.