4 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3,0902 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0918 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3,3998 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4195 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 აპრილიდან შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური შეფერხების გამო, ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ ვებგვერდზე გაცვლითი კურსების განახლება ვერგანახორციელა.
"ტექნიკური შეფერხების გამო, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გაცვლითი კურსების განახლება ვერ ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულის აღმოსაფხვრელად.
საზოგადოებას ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების შესახებ ინფორმაციას დღეს ეროვნული ბანკის ფბ გვერდის საშუალებით ვაწვდით.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", აცხადებენ სებ-ში.