ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე ავრცელებს.
"გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს. დღეს პრემიერი პირველ რეგიონს - აჭარას ეწვევა და მიმდინარე პროექტს გაეცნობა", - წერს ნინო გიორგობიანი.