გზარდილი მგზავრთნაკადის ფონზე საქართველოს რკინიგზა თბილისსა და ბათუმს შორის დამატებით რეისებს აანონსებს. კომპანიის ინფორმაციით, 1,2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
"გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1,2 და 3 აპრილს, თბილისი- ბათუმი -თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
.