30 მარტს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვები პირდაპირი ჩართვის დროს დაუსვან.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.