კანადის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ახალი თაობის მოიერიშე თვითმფრინავების საჭიროების დასაკმაყოფილებლად 88 ერთეული F-35 თვითმფრინავის შეიძენს აპირებენ. კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა, ეროვნული შესყიდვების მინისტრთან ფილომენა ტასისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გეგმავენ 88 ახალი გამანადგურებლის შეძენას და ამისთვის ბიუჯეტიდან 19 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ანანდმა განაცხადა, რომ F-35-ის შეძენა გაზრდის კანადის არქტიკულ სუვერენიტეტს, ხოლო მინისტრმა ტასიმ განაცხადა, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია კანადის საჰაერო ძალებში ბოლო 30 წლის განმავლობაში.