კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
Rakuten Viber-ს თბილისში ეყოლება თანამშრომლები, რომლებიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებენ iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.
Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით - ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.
Rakuten Viber-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება სხვა გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რათა მათ მიერ საქართველო განხილულ იქნას, როგორც მაღალპოტენციური მიმართულება მათი ბიზნესების გაფართოებისა და ახალი ინვესტიციების განხორციელების კუთხით.