25 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2234 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.38 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5486 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5561 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.75 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2173 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2481 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 მარტიდან შევა ძალაში.