ეროვნული ბანკი აგრძელებს "საქართველოს მეფეების" სერიის საკოლექციო მონეტების გამოშვებაზე მუშაობას და ამ ეტაპზე, აცხადებს კონკურსს მეფე ბაგრატ მესამესა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს საკოლექციო მონეტების ესკიზების შესარჩევად.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერია "საქართველოს მეფეებისთვის", შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას უწყობს ხელს.
საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსის პირობები მეფე ბაგრატ მესამესა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.