21 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2219 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2096 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.23 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5599 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.68 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2172 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2326 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მარტიდან შევა ძალაში.