გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ზრდამ 40 %-ზე მეტს მიღწია.
„მთლიანობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მონაცემები მზარდია; ეს ფაქტი რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენ მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, მოაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები ასახულია ბოლო წლების განმავლობაში საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაში აგრარული პროდუქციის მიმართულებით. შარშან ჩვენ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა მთლიანობაში, 200 მილიონ დოლარზე მეტი იყო აგრარული პროდუქციის ექსპორტი. იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც პროდუქცია გადის, მზარდია, რაც ასევე მიანიშნებს, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და ჩვენ ფერმერებს მაქსიმალურად ვეხმარებით ამ მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.