ლიბერთიმ დაასრულა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მიგრაციის პროცესი.
დასრულდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელის მიგრაციის პროცესი.
პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ყველა მსესხებლისა და დეპოზიტარის ინტერესების დაცვით განხორციელდა.
ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში ემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას მომსახურე ბანკირებისგან შეუფერხებლად იღებენ.
სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.