11 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2308 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3189 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5487 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6607 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 11.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2158 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2278 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 მარტიდან შევა ძალაში.