ყაზახეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ რუსეთის მიმართულებით ოპერირება შეწყვიტა.
ავიაკომპანია რუსული ბაზრის დატოვებას სადაზღვეო მიზეზებით ხსნის.
კომპანიაში განმარტავენ, რომ არსებული დაზღვევა რუსეთის ტერიტორიაზე კომერციულ ფრენებს აღარ ფარავს, რის გამოც რუსეთში ყველა ფრენას აჩერებენ.