გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრს საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნარჩენების მართვასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც კატარის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამომავლოდ, საქართველოსთან გარემოს დაცვის საკითხებზე მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია.
გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.