"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის და სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.