უძრავი ქონების უმსხვილესმა საკონსულტაციო კომპანიამ Colliers, 28 წელზე მეტი ხნის ოპერირების შემდეგ რუსეთსა და ბელორუსიაში ფუნქციონირება შეწყვიტა.
"Colliers მხარს უჭერს უკრაინის ხალხს და მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას. ეს ქმედებები არის გაუმართლებელი და სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს", - აცხადებენ კომპანიაში.