რუსეთი 5 530 სანქციით, მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
22 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, რუსეთს აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა 2 278 სანქცია დაუწესეს. სანქციათა უმეტესობა დაუწესდა 2 427 ფიზიკურ პირს, ხოლო 343 იურიდიულს - კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს.
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქცია შვეიცარიამ დააწესა - 568.
მანამდე მსოფლიოში ყველაზე მეტი სანქცია დაკისრებული ჰქონდა ირანს - 3 616, ძირითადად ბირთვული პროგრამისა და ტერორიზმის მხარდაჭერისათვის.
რუსეთისა და ირანის შემდეგ სანქცირებულთა სიაში არიან სირია, ჩრდილოეთ, კორეა, ვენესუელა, მიანმარი და კუბა.