უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სთხოვა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე გავლენის მოხდენისკენ მოუწოდოს, რათა ომი დასრულდეს ან, სულ მცირე, დეესკალაციისკენ გადაიდგას ნაბიჯები.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიუ იორკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ღიად ვთხოვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ესაუბროს სი ძინპინს და ჩინეთის ლიდერს სთხოვოს, გავლენა მოახდინოს პუტინზე, რათა მან ომი დაასრულოს ან, სულ მცირე, დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დეესკალაციის შესაძლო ნაბიჯებს შორის, კერძოდ, ენერგეტიკისა და მარცვლეულის საკითხებზე შეთანხმებაც განიხილება.
ზელენსკის შეფასებით, მსგავსი შეთანხმებები აჩვენებდა, რამდენად მზად არის რეალურად რუსეთი ომის დასრულებისკენ სვლისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ტრამპი დაჰპირდა, რომ ამ გზავნილს სი ძინპინს გადასცემდა.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთის ლიდერს ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად დახვდა.