პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოში ავიაკომპანიის წარმომადგენელ კომპანია "LOT Travel LTD - Georgia"-ში განმარტავენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში LOT Polish Airlines-ი მზადაა ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ დაამატოს რეისები.
უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებითი რეისები 2,7 და 9 მარტს შესრულდება.
"გვსურს გაცნობოთ, რომ LOT Polish Airlines-ის მიერ გამოცხადებული ყველა ფრენა შეუფერხებლად სრულდება და შესრულდება მომავალშიც.
მარტის თვეში გავზარდეთ რეისების სიხშირე და კიდევ გაიზრდება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე", აცხადებენ LOT Polish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენელ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ LOT Polish Airlines-ი ვარშავასა და თბილისს შორის კვირაში 5 სიხშირით ოპერირებს.