საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ასოციაციის განმარტებით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს, რადგანაც დაწესებული სანქციების ფონზე მათ რჩებათ მხოლოდ აზიის სივრცე და საქართველოს საჰაერო კორიდორი.
“დღეს მთელი ევროპა, მთელი პროგრესული კაცობრიობა უკრაინის გვერდით დგას. დაწესებულმა სანქციებმა უკვე გამოიღო შედეგი, რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა, ჩვენი მონაცემებით ვისაც კი აქვს საშუალება, ყველა ცდილობს დატოვოს რუსეთი.
თუმცა ჩაკეტილი საჰაერო სივრცე მათ უზღუდავს გადაადგილების საშუალებას.
პრაქტიკულად მთელი ევროპის ჰაერი რუსეთისათვის დახურულია. მათ რჩებათ მხოლოდ აზიის სივრცე და საქართველოს საჰაერო კორიდორი.
ომი ჩვენგან შორს მიდის, მტერი კი აქვეა. ჩვენ გვესმის თქვენი ფრთხილი მიდგომა სანქციების მიმართ, მითუმეტეს რომ ბევრით ვერაფრით დავაზარალებთ. მაგრამ ალბათ ერთადერთი და ქმედითი შეზღუდვა რაც ჩვენ შეგვიძლია, ესაა მათთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.
ვფიქრობთ დადგა ჟამი ქვათა მიმოფანტვისა. დადგა დრო ჩვენც თამამად დავდგეთ ცივილიზებული სამყაროს გვერდით.
საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოოციაციის ათასობით წევრის სახელით გთხოვთ ჩაუკეტოთ საჰაერო სივრცე რუსულ ავიაციას”, მიმართავს პრემიერ-მინისტრს საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია.