ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ბრიტანულ მარკეტინგულ კომპანიას „Swirl Wine Group" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშკრულება უკვე გაფორმდა.
Swirl Wine Group-ს ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს. კამპანიის ფარგლებში, 2022 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. 2014 წლიდან, ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2021 წელს, ექსპორტირებული იყო 736 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 71%-ითაა გაზრდილი.