2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (5,282 ტონა), 20 ტონა ვაშლის ექსპორტი უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა.