ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. ამის შესახებ განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდელ აზიზ ბინ სალმან ალ საუდმა ერ-რიადში ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამან ასევე გამოიწვია ბაზარზე ვითარების გაუარესება და ნავთობის ფასის ზრდა. ჩემი აზრით, ნავთობსა და გაზში ინვესტიციის შემცირების კამპანია ახლო პერსპექტივისაა“, - განაცხადა მან.
ამავდროულად მინისტრმა განმარტა, რომ სამეფოს ხელისუფლება "აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას საწარმოო სიმძლავრეებში" ნავთობისა და გაზის სფეროში, ასევე განახლებადი ენერგეტიკის სფეროში.