ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის იანვრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 70% აღდგა. 2022 წლის იანვარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 39,049 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).
პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. იანვრის თვეში, აეროპორტში რეისების 87% აღდგა და 164 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის იანვარი - 188 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.