2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი - კაცი.
რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.4 პროცენტი თბილისშია, 16.3 პროცენტი - იმერეთში, 10.8 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.9 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8 პროცენტი ფიქსირდება.
სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9 პროცენტს - ომის მონაწილეები, 5.5 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისშია, 16.9 პროცენტი იმერეთში, 11.4 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.3 პროცენტი ფიქსირდება.
2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 174 379. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.