5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე“ გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით - დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები - პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს.
„ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.