საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანური კომპანია "აქუალიას" აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და "საქართველოს კაპიტალის" გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს შეხვდა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანიის "Georgia Global Utilities"-ს (GGU) სტრატეგიული ინვესტორი და პარტნიორი, მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია "აქუალია" (Aqualia) ოფიციალურად გახდა.
"აქუალიამ" 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია "Georgian Water and Power"-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ "საქართველოს კაპიტალი" განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას