ქართული კომპანიის წარმატება არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზე.
არაბეთის გაერთიანებული საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართულმა კომპანია „Heathy Water Inc.“-მა დაიწყო თავისი პროდუქციის, კერძოდ არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყლის გაყიდვები საამიროების კომპანია „Union Coop Dubai“-ის სავაჭრო ქსელში.
„Union Coop Dubai“ დაარსდა საამიროების სახელმწიფოს მიერ 1982 წელს. ფლობს 23 ჰიპერმარკეტსა და 3 ე.წ. „მოლს“. დღეისათვის, ქართული კომპანიის პროდუქცია 0,33ლ., 0.5ლ. და 1.0ლ. ბოთლებში უკვე წარმოდგენილია „Union Coop Dubai“-ის ჰიპერმარკეტებში. გეგმება „Heathy Water Inc.“-ის მიერ წარმოებული სხვა პროდუქციის ექსპორტიც საამიროების ბაზარზე.