ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მზარდი დინამიკის შეფასების დროს განაცხადა, რომ დაპირება, რომ საქართველოში მეტი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება მოხდეს და ექსპორტზე გავიდეს სრულდება.
"2021 წელს, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტი მილიონ დოლარს პირველად გადასცდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია და თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან, რომ საქართველო თვითკმარი ქვეყანა იყოს. 200 მლნ დოლარზე დავიდა აგროსასურსათო პროდუქტების ვაჭრობა და დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო უკვე 1 წლის პერსპექტივაში გახდება ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტი მეტი იქნება ვიდრე იმპორტი.
ძირითადი საექსპორტო პროდუქტების ჯგუფები რეკორდულად არის გაზრდილი; 400 მლნ დოლარამდე ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, ღვინო; ტრადიციული პროდუქტები, როგორიცაა მინერალური წყლები და წვენები; საკონსერვო პროდუქციის ექსპორტი აღმატება 100 მლნ დოლარს. 213 მილიონი დოლარის მეხილეობის პროდუქტი გავიდა საქართველოდან და აქაც ჩვენი პროგნოზი მართლდება - ყოველწლიურად საქართველოდან გაიზრდება ექსპორტირებული ცოცხალი ხილის პროდუქტები; თხილის ექსპორტი 118 მილიონ დოლარს შეადგენს, ამას ემატება მთელი რიგი სასურსათო პროდუქტები, ისეთები, როგორიც არის ხორცპროდუქტები, მათ შორის, ცხვრის ხორცის ექსპორტი ხორციელდება, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი და გადამუშავებული პროდუქტები. ჯამში 2021 წელს, გაიზარდა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა და მთლიანი ღირებულება. ყველა პარამეტრში გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ასევე აღსანიშნავია, რომ, დაახლოებით, 30 მლნ დოლარს მიაღწია საქართველოდან ბოსტნეული პროდუქტების ექსპორტმა და ეს იყო ის კატეგორია, რომელშიც საქართველოს დაკარგული ჰქონდა თავისი პოზიციები და იმპორტზე იყო დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.