28 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0637 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.16 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3994 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4298 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2240 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0858 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 იანვარიდან შევა ძალაში.