21 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0794 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0825 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4908 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.72 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2297 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.1791 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 იანვარიდან შევა ძალაში.